დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია 70 წმინდა მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შესაბამისი წირვა-ლოცვა აღავლინა. პატრიარქმა ტრადიციისამბერ რამდენიმე ქართული გვარი და სკოლაც დალოცა.
ილია მეორემ მასწავლებლებს ბავშვების მიმართ მეტი მზრუნველობის გამოჩენისაკენ მოუწოდა.
"ყოველი ბავშვი არის გენიალური. ეს ნიჭი ჩვენ უნდა მოვნახოთ და განვავითაროთ", - აღნიშნა პატრიარქმა.