მიუნჰენში ჰებელსის ყოფილი მდივანი გარდაიცვალა. ბრუნჰილდა პომზელი 106 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით დაიღუპა. პომზელი ნაცისტთა იდეოლოგისა და პროპაგანდის მინისტრის პირადი მდივანი იყო. ფაშისტური რეჯიმის დამარცხების შემდეგ ის ირწმუნებოდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკების და ჰოლოკოსტის შესახებ არაფერი იცოდა.