ბუქარესტსა და რუმინეთის დიდ ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტებმა ხელისუფლების გეგმა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსიდან კორუფციის შესახებ მუხლის ამოღება სურთ. უნდა მოხდეს 2 700 ადამიანის ამნისტირებაც, რომლებიც სწორედ კორუფციის მუხლით იხდიან სასჯელს. ხელისუფლება დეკრიმინალიზაციის გეგმას იმ არგუმენტით ხსნის, რომ ციხეებში პატიმრების რაოდენობა დასაშვებ ზღვარს აღემატება.