უბედური შემთხვევა ჩინეთში. ნინბოს ზოოპარკში ვეფხვმა ადამიანი შეჭამა. გამოცემა შანჰაი დეილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ვოლიერში თვითონ გადახტა, რათა ბილეთის ფული არ გადაეხადა. ვოლიერის გავლით მას ზოოპარკის ტერიტორიაზე შეღწევა სურდა. ზოოპარკის დაცვის თანამშრომლები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა მტაცებელმა მამაკაცი დაგლიჯა.