ფილიპინების ლიდერი ნარკომოვაჭრებთან ბრძოლას წყვეტს და კორუფციასთან ბრძოლას იწყვებს. ამის შესახებ როდრიგო რუტერტემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პოლიციელები ჩვენს ქვეყანაში ყველაზე კორუმპირებულები არიან. არსებული სისტემით კრიმინალებთან ბრძოლა შეუძლებელია,“-აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში ძალის გადაჭარბებულად გამოყენების გამო დუტერტეს დასავლეთი მწვავედ უპირისპირდება. ცოტა ხნის წინ მან ღიად განაცხადა, რომ რამდენიმე კრიმინალი პირადად ჰყავს მოკლული.