ნატოს გენერალური მდივანი წამების მეთოდების გამოყენების წინააღმდეგია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსი საერთაშორისო ნორმების დაცვით მოქმედებს და წამების ნებისმიერი მეთოდის წინააღმდეგ გამოდის. სტოლტენბერგი ამ განცხადებით დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ წამების ზოგიერთი მეთოდი დასაშვები უნდა იყოს.