დონალდ ტრამპი ჯონ მაკკეინსა და ლინდსი გრემს დაუპირისპირდა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გავლენიან რესპუბლიკელ სენატორებს მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურთ.
„იმის ნაცვლად, რომ ტერორიზმთან ბრძოლას, არალეგალურ ემიგრაციასა და საზღვრების დაცვას დაუჭირონ მხარი, ისინი მუდმივად ცდილობენ, თავს მესამე მსოფლიო ომი მოგვახვიონ,“-აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე მაკკეინმა და გრემმა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისთვის ტრამპი მწვავედ გააკრიტიკეს.