ხვალ, 14 ივნისს, "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლები _ ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი მოსკოვში მიემგზავრებიან .
გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ისინი მიწვეული არიან მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა და მეცნიერთა დაცვის კომიტეტის კონფერენციაზე. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ და პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობას სწავლობდნენ.
"მოსკოვის კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება რუსული და ქართული ანტიდემოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მსგავსებებზე ", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
კონფერენცია 16 ივნისს გაიმართება.