ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო რეიდი მოაწყო. ებრაელი სამხედროების გამოჩენას ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მასობრივი არეულობები მოჰყვა. შეტაკებისას 19 წლის პალესტინელი დაიღუპა. მუჰამედ აბუ ჰალიფას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასრილი იარაღით აქვს მიყენებული.