მათ, ვინც მხარს არ გვიჭერს, ჩვენ დავიმახსოვრებთ, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ახალმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ. ნიუ-იორკში გაერო-ს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა ასევე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია გაერო-ს მისი ღირებულება უჩვენოს და ამას ძალის დემონსტრირებით განახორციელებს.
,,ჩვენ გვექნება მოკავშირეების მხარდაჭერა და ასევე მოკავშირეებს ჩვენი მხარდაჭერა. მათ კი, ვინც მხარს არ გვიჭერს, ჩვენ დავიმახსოვრებთ, ჩვენ პირდაპირ გამოვთქვამთ სათქმელს და შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას. აშშ-ის ახალი წარმომადგენლობა ჰყავს გაერო-ში. გუშინ ვესაუბრეთ ჩვენი დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს და თქვენ დაინახავთ ცვლილებებს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.