კლინტონი ტრამპის მოწინააღმდეგეთა პროტესტს შეუერთდა. „მე ვდგავარ ხალხის მხარეს,რომელიც დღეს ამერიკის ქალაქებში იკრიბება და ჩვენს კონსტიტუციასა და ღირებულებებს იცავს,“-წერს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ მასშტაბური საპროტესტო აქციები ნიუ იორკსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა.