დიდი ბრიტანეთის პრინცებმა უილიამმა და ჰარიმ გადაწყვიტეს 20 წლის წინ დაღუპულ დედას ძეგლი დაუდგან. ქანდაკება კენსინგტონის სასახლეში დაიდგმება, სადაც პრინცესა დაიანა ცხოვრობდა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლების თქმით, პროექტზე მუშაობა მალე დაიწყება. დედოფალი ელისაბეტი შვილიშვილების ინიციატივას მიესალმება.