კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეფასება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. რომელიც სასამართლოში იმყოფებოდა.
„მე ვფიქრობ 3-ში გაუშვებენ, მაგრამ ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო. დღეს უკვე ჩანს, რომ პრინციპში გაუშვებენ, მაგრამ მე არ მესმის,“ - განაცხადა სააკაშვილმა ,,რუსთავი 2” - თან საუბარში.
გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა. შემდეგი სხდომა კიევის სააპელაციო სასამართლოში 3 თებერვალს გაიმართება.
ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილი საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობაში ედება ბრალი.