უამინდობა პერუში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის საოხრეთ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით ქალაქი და დასახლებული რაიონი დაიტბორა. რიგ მონაკვეთებზე წყლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია. დატბორილია ასობით საცხოვრებელი სახლი. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.