დღეს, 12 ივნისს 14:00 საათზე ავჭალაში, ბავშვთა სანატორიუმის შესასვლელთან (ჩიქვანაისა ქუჩა, ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის გვერდით) ლაშა ჩხარტიშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ ავჭალელების საცხოვრებელი სახლების, ბავშვთა სანატორიუმისა და მისი უნიკალურიასწლოვანი ბაღის განადგურების გეგმაზე უარის თქმას, რომლის განხორციელებაც რამოდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები