დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია ნიუ იორკშიც გაიმართა. არჩეულ პრეზიდენტს პროტესტი მეგაპოლისში 600 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა გამოუცხადა. მანიფესტანტებმა გაეროს შენობიდან ტრამპ-ტაუერამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქცია ე.წ. "ქალთა მარშის" ნაწილი იყო, რომელიც ვაშინგტონსა და მსოფლიოს დიდ ქალაქებში გაიმართა.