"შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავება გვსურს, რადგანაც ვაშინგტონისა და ლონდონის ინტერესები უსაფრთხოების, თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში ერთმანეთს ემთხვევა,"- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.
ტერეზა მეის თქმით, ლონდონთან ურთიერთობის გაღრმავებით დონალდ ტრამპიც არის დაინტერესებული.
„მიუხედავად მისი ცნობილი ლოზუნგისა, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა,“ მას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება სურს, რაც ორმხრივ ინტერესებში შედის,“-აღნიშნა მეიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.