გამბიის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით იაჰია ჯამე ბანჯულის აეროპორტში შენიშნეს. ის ამოუცნობი ნიშნების თვითმფრინავში ავიდა. პოსტიდან გადადგომა ჯამეს აფრიკის რეგიონალურმა ორგანიზაციებმა აიძულეს. მანამდე ის არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებდა და გადადგომას არ აპირებდა.