ჩილეში ტყის მასივი იწვის. ხანძარი ერთი კვირის წინ ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში გაჩნდა და ამ დროის განმავლობაში ათობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ხანძარმა დასახლებულ რაიონებშიც შეაღწია. ყველაზე მეტად სტიქიამ ლიბერტადორ-ხენერალ-ბერნარდო-ოჰიგინსის რაიონი დააზარალა. ხანძრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა. დამწვარია 40-მდე საცხოვრებელი სახლი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.