ვაშინგტონში 45-ე პრეზიდენტის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. „ქალთა მარშის“ ორგანიზატორები აქციაზე 200 ატასი ადამიანის მისვლას ვარაუდობდნენ, თუმცა მარშში მონაწილეობა ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო. პარალელურად საპროტესტო მსვლელობები მოეწყო სიდნეიში, ლონდონში, პარიზსა და ბარსელონაშიც.