დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ჟურნალისტებმა წარმოადგინეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ახალმა პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა.
„ინაუგურაციების ისტორიაში გუშინ ცერემონიალს ყველაზე ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ჟურნალისტების მცდელობა კი, მათი რაოდენობა ხელოვნურად შეამცირონ, სამარცხვინოა,“-აღნიშნა სპაისერმა.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის თქმით კი, ინაუგურაციაზე მილიონნახევარზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.