ამერიკის 45-ე პრეზიდენტის მიერ ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვას ამერიკული მედია ნეგატიურად აფასებს. „ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ბოროტული სიტყვით გამოვიდა ინაუგურაციაზე,“-წერს გამოცემა The Wall Street Journal. გაზეთ LA Times შეფასებით, „ტრამპის გამოსვლა უხეში და სტანდარტებს აცდენილი იყო.“ The Washington Post-მა 45-ე პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვას „ სასტიკი“ უწოდა. The Huffington Post -მა კი ტრამპის სიტყვა „მყრალად“ შერაცხა.