მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა დაღესტანში. ყიზლარის რაიონში სპეცრაზმელებმა ალყაში 2 ამბოხებული მოიქციეს. რაშიდ ასულბეკოვმა და რუსლან მაგომედრასულოვმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი. მაგომედრასულოვი 15 წლიან სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, თუმცა ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.