ედვარდ სნოუდენის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს ან რუსეთის საემიგრაციო სამსახურს შეუძლია. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა BBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სნოუდენი სათამაშო არ არის, რომელიც შეიძლება ვინმეს ვაჩუქოთ. ის ადამიანია,“-აღნიშნა პუტინის პრეს-მდივანმა.
ამერიკის დაზვერვის სამსახურის ყოფილი აგენტი საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს, რის გამოც მას სასიკვდილო განაჩენი ელის. სნოუდენი თავს ამ დრომდე რუსეთს აფარებს.