მომავალ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის 45-ე პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. ამის შსახებ გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავენ. საუბარი რუსეთსა და ნატოსთან ურთიერთობის საკითხებსაც შეეხება.