ფეხბურთში მე-19 მსოფლიო ჩემპიონატი A ჯგუფის მატჩებით იწყება.
დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ერთმანეთს მასპინძელი, სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩი იოჰანესბურგის "სოკერ სიტი"-ზე გაიმართება და მას უზბეკი მსაჯი, რავშან ირმატოვი განსჯის.
22:30 საათზე კი, კეიპტაუნში "გრინ პოინტი"-ზე ურუგვაი - საფრანგეთის მატჩი გაიმართება, აღნიშნულ შეხვედრას იაპონელი მსაჯი, იუჩი ნიშიმურა წარუძღვება.
სპეციალისტები A ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფად მიიჩნევენ, რადგან ამ ქვე-ჯგუფში ორგზის და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონები ურუგვაი და საფრანგეთი ასპარეზობენ. როგორც ცნობილია, A ჯგუფში გამოდის ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებიც.