აშშ-ში ექსტრადირებული ცნობილი ნარკობარონი ჰოაკინ გუსმანი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგა. ბრალდების 17 მუხლიდან მან არცერთი არ აღიარა. გუსმანი, იგივე ელ ჩაპო მექსიკის ხელისუფლებამ აშშ-ს იმ პირობით გადასცა, რომ მას სასიკვდილო განაჩენს არ გამოუტანენ. ნარკობარონს სამუდამო პატიმრობა ელის.