თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. მმართველი გუნდის ინიციატივას ხმა 488-დან 339-მა დეპუტატმა მისცა. კანონპროექტის თანახმად, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება. პრეზიდენტი ქვეყნის უმაღესი მთავარსარდალი იქნება და სამხედრო მაღალჩინოსნების დანიშვნის უფლება მიეცემა. პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდება, მთავრობის ფორმირებას კი პრეზიდენტი უზრუნველყოფს. პრეზიდენტს ასევე უფლება ეძლევა პარლამენტი ნებისმიერ დროს დაითხოვოს.