იამე ჯამემ ოფიციალურად განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. პრეზიდენტის პოსტზე მას არჩევნებში გამარჯვებული ადამ ბაროუ შეცვლის.
გადადგომამდე გამბიის გამბიის ლიდერთან მოლაპარაკება გვინეისა და მავრიტანიის პრეზიდენტებმა გამართეს და ჯამე საბოლოოდ დაარწმუნეს, პოსტი დროულად დაეტოვებინა.
იამე ჯამე გამბიას 20 წლის განმავლობაში მართავდა. წლევანდელ არჩევნებში ის დამარცხდა, თუმცა გადადგომაზე უარი თქვა, რასაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეზობელმა სენეგალმა გამბიაში ჯარები შეიყვანა, თუმცა სამხედრო ინტერვენცია მალევე შეჩერდა.