ფრანგი მინისტრი „ცეზარის“ ჟიურის ხელმძღვანელად რომან პოლანსის დანიშვნით აღშფოთებულია. ოჯახის, ბავშვებისა და ქალთა საქმეების მინისტრის, ლორანს როსინიოლის თქმით, ის ამ სიახლით შოკირებული დარჩა, რადგანაც საზოგადოება ქალთა წინააღმდეგ ძალადობას ადექვატურად ვერ აფასებს. 83 წლის პოლანსკი შეერთებულ შტატებში არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. 1977 წელს რეჟისორი შტატებიდან გაიქცა. ვაშინგტონი მის ექსტრადიციას დღემდე ითხოვს, რაზეც პოლონური მხარე უარს აცხადებს.