აშშ ცივილიზებულ მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ გააერთიანებს. ამის შესახებ ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა საკუთარ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვსურს ყველა ქვეყანასთან ვიმეგობროთ, თუმცა პირველ რიგში პრიორიტეტული ჩვენთვის ამერიკის ინტერესები იქნება. ჩვენ განვამტკიცებთ ძველ კავშირებს და ვიზრუნებთ ახალი კავშირების შექმნაზე. ვიზრუნებთ იმაზე, რომ რადიკალური ისლამიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გავერთიანდეთ და ტერორისტებს საბოლოოდ დავამარცხებთ,“-აღნიშნა ტრამპმა.