დღეიდან ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი მშრომელი ხალხის კეთილდღეობა იქნება. ამის შესახებ აშშ 45-ე პრეზიდენტმა საკუთარ ინაუგურაციაზე განაცხადა.
„ეს აისახება ვაჭრობაზე, გადასახადებზე, საემიგრაციო და საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ აღარ მივცემთ სხვა ქვეყნებს ჩვენი პროდუქციის წარმოების, ჩვენი კომპანიების მოპარვისა და სამუშაო ადგილების წართმევის უფლებას. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სამუშაო ადგილებს, სიმდიდრესა და ძლიერებას, ავაშენებთ ახალ გზებს, ხიდებს, აეროპორტებს, გვირაბებსა და სარკინიგზო ხაზებს. და ამას გავაკეთებთ ჩვენი სამუშაო ძალით. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ მარტივი პრინციპით: იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი,“-აღნიშნა ტრამპმა.