უბედური შემთხვევა ავსტრალიაში. კაკადუს ეროვნულ პარკში ახალგაზრდა მამაკაცი ნიანგმა შეჭამა. ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, მამაკაცი პარკში ორ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა. მათ მდინარის ფეხით გავლა გადაწყვიტეს. ქალებმა მეორე ნაპირამდე მშვიდობიანად გააღწიეს, მამაკაცი, კი, რომელიც მათ უკან მოჰყვებოდა, გაუჩინარდა. მაშველებმა მისი სხეულის ფრაგმენტები შემთხვევის ადგილიდან 2 კილომეტრში აღმოაჩინეს, 3,5 მეტრიანი ნიანგი კი, რომელსაც მამაკაცი თითქმის ნახევრად ჰყავდა შეჭმული, ადგილზე მოკლეს.