ალ-ქაიდას მეთაური სირიაში ლიკვიდირებულია. ამის შესახებ სააგენტო როიტერი პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ ალ-ჰაბიბ ბოსადუნ ალ ტუნისი იდლიბში 17 იანვარს განხორციელებული ავიაიერიშს ემსხვერპლა. ალ ტუნისი სირიაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.