ტრამპის პოლიტიკა წარუმატებელი იქნება. ამის შესახებ გამოცემა "ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა ფილანტროპმა, მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა.
„მე მას დავახასიათებდი მატყუარა, თაღლით ადამიანად. ყველაფერთან ერთად, ის პოტენციური დიქტატორიცაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეერთებული შტატების პოლიტიკური ინსტიტუტები იმედენად ძლიერია, რომ მას ამის საშუალებას არ მისცემს,“-აღნიშნა სოროსმა.