ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ისტორიულ ქალაქ პალმირას ტეტრაპილონი და რომის თეატრის ნაწილი გაანადგურეს. ამის შესახებ სირიის ტელერადიოკომპანია იტყობინება. მარტის დასაწყისში სირიის არმიამ რუსული ავიაციის მხარდაჭერით პალმირა ისლამისტებისგან გაათავისუფლა, თუმცა დეკემბრის დასაწყისში ისტორიული ქალაქი კვლავ რადიკალთა კონტროლქვეშ გადავიდა.