ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი ლოალვა ბრაზი რიო დე ჟანეიროში გარდაცვლილი იპოვნეს. მისი ცხედარი პოლიციამ საკუარემეს რაიონში დამწვარ მანქანაში აღმოაჩინა. 63 წლის მომღერლის დაღუპვის დეტალები ამ დრომდე უცნობია. საყოველთაო აღიარება ბრაზს 80-იანი წლების ჰიტმა „ლამბადამ“ მოუტანა, რომელიც ფრანგულ ჯგუფ „კაომასთან“ ერთად ჩაწერა.