ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის სამზადისის პარალელურად, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები ანტიფაშისტური ორგანიზაციის წევრები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპისა და პენსის მთავრობა ფაშისტურ მმართველობას დაამყარებს.
დემონსტრანტები „ტრამპ თაუერის“ წინ შეიკრიბენენ.
დონალდ ტრამპი ნიუ იორკიდან ვაშინგტონში ოჯახთან ერთად უკვე გაემგზავრა.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება.
ინაუგურაცუიაზე უსაფრთხოების ზომებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.