იტალიაში, ზვავით დაფარული სასტუმროდან პირველი გვამი ამოიღეს. უბედურ შემთხვევას სავარაუდოს, 30- მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გრან სასოს მთიდან ჩამოწოლილმა ზვავმა სამსართულიანი სასტუმრო დაფარა. ზვავის ჩამოწოლა სავარაუდოდ ძლიერმა მიწისძვრამ განაპირობა, რომელიც აბრუცოს რაიონში დაფიქსირდა. უამინდობის გამო სამაშველო ოპერაცია შეფერხდა.