უჩვეულო ქორწილი ირლანდიაში. მონაჰანელმა წყვილმა საკუთარი ბედნიერების დღე ორიგინალურად აღნიშნა. ესლინგ გრემი ქორწილში ტრაქტორით მივიდა. ცერემონიალზე ტრაქტორებით გამოცხადდნენ მისი მეგობარი გოგონებიც. ორიგინალობაში სატრფოს არც სასიძო ჩამორჩა და ქორწილში მეგობრებთან ერთად სატვირთო მანქანით მივიდა. როგორც ესლინგმა სტუმრებს განუცხადა, ტრაქტორი მისი საყვარელი ტრანსპორტია, რომელსაც 8 წლის ასაკიდან მართავს.