სკანდალური საიტის, ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი აშშ-ში ექსტრადიციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ მისმა ადვოკატებმა განუცხადეს.
დაცვის მხარის განმარტებით, ვაშინგტონს პირობა ბოლომდე არ შეუსრულებია, რის გამოც ასანჟი ექსტრადიციას არ დათანხმდება.
მანამდე ჯულიან ასანჟმა აშშ ხელისუფლებას საკუთარი პირობა წაუყენა. როგორც ვიკილიკსის დამფუძნებელი ამბობდა, ექსტრადიციას ის იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ ამერიკის ხელისუფლება მის ინფორმატორს, ჩელსი მენინგს შეიწყალებდა.
პრეზიდენტმა ობამამ მენინგს პატიმრობა 2017 წლის გაზაფხულამდე შეუმცირა, თუმცა ასანჟი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.