შეერთებულ შტატებს რუსეთის მიმართ ისეთივე ხისტი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, როგორიც საბჭოთა კავშირის მიმართ რონალდ რეიგანს ჰქონდა. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაქქეინმა განაცხადა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილი ჯეიმს მეტისი არჩეული პრეზიდენტის დარწმუნებას შეძლებენ იმაში, რომ რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია დაიკავოს.
„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ რონალდ რეიგანის პრინციპს: მშვიდობას ქმნის ძალა. ეს ერთადერთი გზაა წარმატების მისაღწევად. მოსკოვმა შეძლო ახლო აღმოსავლეთში წამყვანი მოთამაშე გამხდარიყო, ჩვენი პოზიციები კი რეგიონში, სამწუხაროდ, შესუსტდა, რაც არ უნდა დავუშვათ,“-აღნიშნა მაკ-კეინმა.