სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია სამსუნგის ვიცე-პრეზიდენტის დაპატიმრების სანქცია არ გასცა. მოსამართლის განმარტებით, საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ ლი ჩჟე იონი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, არ არსებობს. 48 წლის ჩჟე იონს პროკურატურა კორუფციაში სდებდა ბრალს. სამსუნგის ვიცე-პრეზიდენტი სკანდალურ საქმეში ფიგურირებს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ის პრეზიდენტის მეგობარი ქალის, ჩხვე სუნ სილის ფონდებში სოლიდურ თანხებს რიცხავდა.