ხელისუფლების გეგმებს, ათასობით მსჯავრდებული შეიწყალოს, რუმინეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ცივი ამინდის მიუხედავად, ბუქარესტის ცენტრალურ მოედანზე 3 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ამნისტია სავარაუდოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერებზეც გავრცელდება, რომლებიც სასჯელს კორუფციისა და ფინანსური მაქინაციებისთვის იხდიან. მთავრობის ინიციატივით, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება იმ შემთხვევაში აღარ დაისჯება, თუ სახელმწიფოს ამით 47,5 ათას დოლარზე მეტი ზარალი არ მიადგება.