იტალიაში მიწისძვრის შედეგებს ითვლიან. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ზვავი და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლება გარესამყაროს მოწყდა.
ყველაზე დიდი ზარალი მიწისძვრამ ლაციოს, აბრუცოსა და მარკეს მიაყენა, სადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა რომშიც, სადაც მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ერთი კი დაკარგულად ითვლება.