სენეგალი და ნიგერია გამბიის პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ იაჰია ჯამე პოსტს არ დატოვებს, ისინი გამბიაში ჯარებს შეიყვანენ. ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი და ინტერვენციისთვის მზადაა. ამ უფლებით ისინი დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურმა თანამეგობრობამ აღჭურვა, რომელმაც გამბიის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ადამ ბეროუს გამარჯვება აღიარა. მოქმედი პრეზიდენტი იაჰია ჯამე კი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და გადადგომაზე უარს ამბობს.