„ტრამპთან გულთბილი შეხვედრა მქონდა, მაგრამ არანაირი ილუზია არ მაქვს იმისა, რომ მე და მას საერთო მიზნები გვამოძრავებს,“ -ეს განცხადება ბარაქ ობამამ პრეზიდენტის რანგში თავის ბოლო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მან გაიმარჯვა იმ ინიციატივების უგულებელყოფით, რომლითაც ბოლო 8 წლის განმავლობაში გამოვდიოდი. ამიტომ, ის თავის იდეების განხორციელებას შეეცდება. არ მგონია ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვეოდეს, თუმცა ჩემთვის მთავარ პრიორიტეტს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა წარმოადგენს,“-აღნიშნა ობამამ.
კითხვაზე, თუ რა შეფასებას მისცემს 50 დემოკრატი კონგრესმენის მიერ ტრამპის ინაუგურაციისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, ობამამ პასუხის გაცემა არ ისურვა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ინაუგურაციას აუცილებლად დაესწრება.