რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე ბარაქ ობამა პასუხისმგებლობას კრემლის ლიდერს აკისრებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პრეზიდენტის რანგში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წელს პრეზიდენტის პოსტზე პუტინის დაბრუნების შემდეგ ანტიამერიკული რიტორიკა გამწვავდა.
„სანქციები რუსეთს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის გამო დაუწესდა და მათი გაუქმება იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ როგორი იქნება რუსეთის პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ. იმედია, რუსეთსა და უკრაინას კარგი ურთიერთობა ექნებათ, რადგანაც ეს ქვეყნები ისტირიულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა,“-აღნიშნა ობამამ.