პრეზიდენტის რანგში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე ბარაქ ობამამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, პოსტის დატოვების შემდეგ ის ოჯახს უფრო მეტ დროს დაუთმობს, დაიწყებს წიგნის წერას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჯარო გამოსვლებისგან თავს შეიკავებს.
„მინდა ცოტა ხანს სიჩუმეში ვიყო და არ ვისმენდე იმას, რასაც ვლაპარაკობ. მაგრამ დუმილს აუცილებლად დავარღვევ, თუ ქვეყნის მთავარ ღირებულებებს დასჭირდება დაცვა,“-აღნიშნა ობამამ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ობამების ოჯახი დასასვენებლად კალიფორნიის საკურორტო ქალაქ პალმ-სპრინგსზე გაემგზავრება. მიშელ ობამა უმცროს ქალიშვილთან ერთად ვაშინგტონში იცხოვრებს, სადაც საშა სკოლას დაამთავრებს, უფროსი ქალიშვილი მალია კი ჰარვარდის უნივერსიტეტში გაემგზავრება სასწავლებლად.