ბრიტანეთის დედაქალაქში ჩინური საქონლით დატვირთული პირველი მატარებელი შევიდა. მატარებელმა სტარტი ჩჟეძიანის პროვინციიდან 1 იანვარს აიღო და ლონდონში ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის გავლით ჩავიდა, რისთვისაც სრული 18 დღე დასჭირდა. ამრიგად, ბრიტანეთი ევროპის მე-18 ქვეყანა გახდა, რომელთანაც ჩინეთმა პირდაპირი სარკინიგზო კავშირი დაამყარა. ტვირთების გადაზიდვა რკინიგზით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ზღვით და გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე თვითმფრინავით გადაზიდვა.